вторник, 8 сентября 2015 г.

სკოლაში მასწავლებლის შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შიდაკონკურსის ჩატარების წესი



დანართი#1



 მუხლი 1. რეგულირების სფერო
 ეს წესი არეგულირებს სკოლაში მასწავლებლის   შტატზევაკანტური ადგილის დასაკავებლად გამართული კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაზღვრავს დასაკავებელი ვაკანტური ადგილის მოთხოვნებთანკანდიდატის შესაბამისობის დადგენის პროცედურებს.
   მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური ადგილის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებ­ლობების, პიროვნული თვისებების შეფასება და ვაკანტური ადგილის მოთხოვნებ­თან შესაბამისობის განსაზღვრა;
   მუხლი 3. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა _ კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმი­ნაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმი­საწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
დ) კოლეგიალურობა – კონკურსი  უნდა ჩაატარდეს და ვაკანტური ადგილის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უნდა განხორციელდეს საკონკურსო კომისიის მიერ;
ე) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო კომისია უნდა იყოს კეთილ­განწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
 
 მუხლი 4. კონკურსის გამოცხადება
1.ვაკანტურიადგილისდასაკავებლად სკოლის მიერ შიდა კონკურსის გამოცხადება ხდებასკოლაში საინფორმაციო დაფაზე, კანდიდატსგანცხადებისწარსადგენადეძლევაარანაკლებ3-დღიანივადაკონკურსისგამოცხადებისდღიდან.
2.კონკურსისგამოცხადებისხარჯებს(ასეთისარსებობისშემთხვევაში)ანაზღაურებს სკოლა.
3.კონკურსისშესახებინფორმაციაუნდაშეიცავდესშემდეგმონაცემებს:
ა)  სკოლისა დაკონკურსისწესითდასაკავებელივაკანტური ადგილისდასახელება;
ბ)  კანდიდატის მიმართწაყენებულიმოთხოვნები;
გ)  შესასრულებელისამუშაო;
დ) ანაზღაურების ოდენობა;
ე) განცხადებისადასხვააუცილებელიდოკუმენტებისწარდგენისვადა;
ვ) სკოლის  საკონკურსო კომისიის მისამართი (სკოლის მისამართი).
4. საკონკურსო კომისიისსხდომატარდებაკონკურსისგამოცხადებისდღიდანარაუადრეს 3დღისა.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  სსიპ ქ.რუსთავის #21საჯარო სკოლის მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს  მოთხოვნებს.
 
მუხლი5.კონკურსშიმონაწილეობისათვისგანცხადებისწარდგენა
1. კონკურსშიმონაწილეობისათვისგანცხადებისწარდგენაშეიძლება სკოლის  საკონკურსო კომისიის მისამართზე,  აგრეთვე ელექტრონული საშუალებებით.
 2. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  2.1. წერილობითი განცხადება;
  2.2პირადობის მოწმობის ასლი;
  2.3ავტობიოგრაფია/ cv.
  2.4 განათლების ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

2.5ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის  შემთხვეავში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.


   მუხლი 6. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს სკოლის შესაბამისი საკონკურსოკომისია, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.
2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.
3. კომისია დაკომპლექტებულია სკოლის თანამშრომლებით
4. საკონკურსო კომისიას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ბრძანებით  ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
5. კანდიდატს  კომისია შეარჩევს გასაუბრების გზით. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პი­რობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სკოლის საკონკურსო კომისია სკოლის დირექტორთან შეთანხმებით.


მუხლი 7. საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და კონკურსის შედეგები
1. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრ­თა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. კომისია გასაუბრების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს.
5. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
6.  კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
7. კონკურსის შედეგების მიხედვით, სკოლის საკონკურსო კომისია თითოეულ ვაკანტურ ადგილზესკოლის დირექტორს დასანიშნად წარდგენს ერთ კანდიდატს, რომელთანაც სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
8. კომისიის თავმჯდომარე ან სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანებს2 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
9. თუ კომისიამ უარი განაცხადა ვაკანტურ ადგილზე დასანიშნად კანდიდა­ტის წარდგენაზე ან ამ ვაკანტურ ადგილზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, კონკურსი ითვლება ჩაშლილად.


  მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურულ დარღვევებთან  დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტითიქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიაშედგება 3 წევრისაგან.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმ­ჯდომარის მოადგილე და წევრი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების  უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვე­ვაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო სხდომის გამართვიდანერთი დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსოკომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
მუხლი 9. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კანდიდატის მიერ კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Комментариев нет:

Отправить комментарий